logo
ENG



ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა

22 სექ 202111:19
3 წუთის საკითხავი
clock 1449

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში. პარალიზებულია ქუჩები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავშეთის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას ფაქტობრივად, გაუნადგურდა ტექნიკა და ავეჯი.

ისინი ამბობენ, რომ დილის 4 საათიდან ელოდებიან სამაშველო სამსახურებს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. 

"დაზიანდა ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი ოჯახში, რაც გვაქვს. ასეა თითქმის ყველგან. 10 ოჯახი ვცხოვრობთ ეზოში და ყველა ასეა. დავრეკეთ 112-ზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა", - ამბობს ადგილობრივი.


close დახურვა