logo
ENG



სამინისტრო: მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად განვაგრძობთ ენკასთან კომუნიკაციას

22 სექ 202118:06
3 წუთის საკითხავი
clock 1548
2021/09/22/2s264ybmo8czgxo.jpg

ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ კომპანია ენკასგან ნამდვილად მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება. მათი თქმით, კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც მათ წინასწარ აცნობა.

სამინისტროში ამბობენ, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კომპანიასთან კომუნიკაციას "აუცილებლად გააგრძელებენ, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება".

"იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.


close დახურვა