logo
ENG



ბენდელიანი მანქანის დაცხრილვაზე: კობახიძეები, თალაკვაძეები, ივანიშვილი მე ვერ დამაშინებენ

25 სექ 202114:14
3 წუთის საკითხავი
clock 2258

ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, ბესარიონ ბენდელიანი, რომელსაც დილით მანქანა დაცხრილული დახვდა, ამბობს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. 

ბენდელიანის თქმით, ლეჩხუმში მოქალაქეებს სუს-ი აშინებს და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებს. 

"მინდა, ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს - ძალიან კარგად მიცნობს ის მე. 2 ოქტომბერს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან დაიწყება ამ მავნებლური ორგანიზაციის, ოცნების დემონტაჟი. 

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შსს-ს და პირდაპირ მინისტრს, გომელაურს - გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და საკადრისად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა ეს ბინძური კამპანია. 

ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეები, თალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ". - თქვა ბესარიონ ბენდელიანმა ფორმულასთან

ცაგერში გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანას ესროლეს. 

პარტიამ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობას დააკისრა. გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარალელურად გრძელდება სხვადასხვა რეგიონში კანდიდატების მიმართ ზეწოლა და მუქარა. 


close დახურვა