logo
ENG



"მელიამ შეიძლება მწვანე შუქად მიიღოს" - კობახიძის თქმით, ჰარცელის შეფასება შესაბამისი არ იყო

25 სექ 202115:28
3 წუთის საკითხავი
clock 1740
"მელიამ შეიძლება მწვანე შუქად მიიღოს" - კობახიძის თქმით, ჰარცელის შეფასება შესაბამისი არ იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის შეფასება მელიასთან დაპირისპირების შესახებ შესაბამისი არ იყო. კობახიძეს მიაჩნია, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ შესაძლოა მწვანე შუქადაც აღიქვას.

"მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს მძიმე შეფასებას, მაგრამ ჩვენ ეს შეფასება ვერ მოვისმინეთ. როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ასეთ შემთხვევაში მელიასნაირმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, როგორც მწვანე შუქი შემდეგ პროვოკაციებზე", - ამბობს კობახიძე.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, შემაშფოთებელი იყო ოფისის წინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა. ელჩის განცხადებით, ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა.

ელჩი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს, რათა ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მიეცეთ მიეცეთ პოზიციის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება.

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა და შემდეგი კითხვით მიმართა:

"შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი".

როცა მელია კობახიძესთან კითხვით მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ POSTV-ის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".

პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. 

მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა. 

მოგვიანებით ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა". 

 


close დახურვა