ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო ექთნების და ოჯახის ექიმების წახალისების სქემას იწყებს.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ის ექთნები და ოჯახის ექიმები, რომლებიც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებაში დაარწმუნებენ, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
"ჯანდაცვის სამინისტრო დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას და აიცრება, ანაზღაურება მოხდება შესაბამისად ოჯახის ექიმის და ექთნის იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული", - თქვა გაბუნიამ.