logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო სარჩელზე: არც კი დაგვიშვია ტელევიზიის წილის დაყადაღება

30 სექ 202118:42
3 წუთის საკითხავი
 
თავდაცვის სამინისტრო სარჩელზე: არც კი დაგვიშვია ტელევიზიის წილის დაყადაღება

თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ "არც კი დაუშვიათ ტელევიზიის წილის დაყადაღება".

ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე გახდა ცნობილი. ფორმულას გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ პროცესების სამიზნე ტელეკომპანიაა.

"მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.

მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეზარაშვილს უჩივის.

თავდაცვის სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. 

აღნიშნულ საქმეს არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ტელეკომპანია ფორმულაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს


close დახურვა