პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთ დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილს არ უთქვამს, სად და როდის დააკავეს სააკაშვილი. არც პრემიერს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, და არც შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვებს არ უპასუხეს.