logo
ENG



უბანზე მყოფი პირი ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა

02 ოქტ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა. 

ჟურნალისტმა თქვა, რომ ქირიამ მას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. 

"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია". - თქვა ჩადუნელმა. 

ჟურნალისტისვე ცნობით, ქირიამ ტვ პირველის ოპერატორს ბოთლიც ესროლა. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა