logo
ENG



UNIAN: ზელენსკის ოფისში ამბობენ, რომ სააკაშვილის საკითხი კონტროლზეა და ის "უნდა წაიყვანონ"

02 ოქტ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/r81mbof7f8vx7xw.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლს მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და მას დახმარებას გაუწევენ. 

"სააკაშვილთან დაკავშირებით არის ოფიციალური პოზიცია. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქმედებებით. ველოდებით შესაბამისი უწყებებისგან ქმედით პასუხებს. გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მივიღებთ, იმის შემდეგ რაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შედგება კონსულტაცია. პრეზიდენტს ეს სიტუაცია მუდმივ კონტროლზე აქვს აყვანილი. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე, მორჩა. საგარეო უწყებამ უნდა წარადგინოს ფორმულა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა პოდოლიაკმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს. 

 

 

close დახურვა