logo
ENG



ცესკო - აქტივობა 20:00 საათზე: 2021 წელს - 51.92%; 2020 წელს - 56.11%; 2017 წელს - 45.65%

02 ოქტ 202122:20
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო - აქტივობა 20:00 საათზე: 2021 წელს - 51.92%; 2020 წელს - 56.11%; 2017 წელს - 45.65%
ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა. 

ეს 1 815 776 ადამიანია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა; 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 45.65%;

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 51.63%

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა