logo
ENG



ქუთაისში, ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს - ცესკოს ცინასწარი მონაცემები

03 ოქტ 202107:23
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

07:00 საათისთვის დათვლილი ხმების რაოდენობით, ქუთაისში ოპოზიციის - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან წინასწარი მონაცემებით, ხმების 43,75% (10 798) მოაგროვა.

ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩევლების 41,86% (10 330) უჭერს მხარს.

ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი, საიდანაც ამ ეტაპისთვის 51 უბანია დათვლილი. 


close დახურვა