ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მე-2 ტური გაიმართება. საუბარია - თბილისზე, რუსთავზე, ქუთაისზე, ფოთსა და ბათუმზე.
07:00 საათის მონაცემებით, რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე ლიდერობს. მას დათვლილი ხმების მიხედვით, 44.53% ( 9 687 ხმა) აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს, მას ამ დროისთვის 44.34% აქვს (9 647).
ამავე მონაცემებით, ქუთაისში ოპოზიციის - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან წინასწარი მონაცემებით, ხმების 43,75% (10 798) მოაგროვა. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩევლების 41,86% (10 330) უჭერს მხარს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის დათვლილი ხმების 42,34% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 41,49% მიიღო.
მეორე ტური გაიმართება ფოთშიც, სადაც ამ დროის მონაცემებით ხმები ასე გადააწილდა: გიგი უგულავა (გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი) - 3 835 ხმა - 37,44%; ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) - 4 889 - 47,73%.
გარდა ამისა, 07:00 საათისთვის დათვლილი ხმებით, ზუგდიდში, ენმ-ის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ლიდერობს. მას დათვლილი ხმების 48,17% აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას, მან ხმების 40,1% მიიღო.
მეორე ტური ასევე გაიმართება დედაქალაქშიც:
- ნიკა მელია 63 871 ხმა - 34,13%;
- კახა კალაძე - 85 161 ხმა 45,5%;
- გიორგი გახარია 16 795 ხმა - 8,97%;