logo
ENG



გახარია: ამომრჩეველს არ შეურაცხვყოფთ და არ ვეტყვით, ვის დაუჭირონ მხარი II ტურში

04 ოქტ 202118:43
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ამომრჩეველს არ შეურაცხვყოფთ და არ ვეტყვით, ვის დაუჭირონ მხარი II ტურში

გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პარტია ამომრჩეველს არ ეტყვის, ვის დაუჭიროს მხარი II ტურში. 

მისი თქმით, მისი პარტიის ამომრჩეველი უარს ეუბნება რადიკალიზაციას, რომელიც ენმ-ს და ქართულ ოცნებას ახასიათებს. 

"ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი.

თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში". - თქვა გიორგი გახარიამ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს ტარდება. რამდენიმე ქალაქში მერობისთვის ბრძოლას გახარიას თანაპარტიელი აგრძელებს. ასევე, მეორე ტურში გადავიდნენ მისი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები. 

თავად გიორგი გახარია თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა, ხმების 9.35% მიიღო. უშუალოდ პარტიამ კი მთელი საქართველოს ნაწილში, პროპორციული სიით - 7.79%. 


close დახურვა