logo
ENG



9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ

05 ოქტ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 
9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ

9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33%-ს დაუშვებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დასწრების მსურველი მოქალაქეები აცრილები უნდა იყვნენ. მათ შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ.  ან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი. 

"მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან PCR ტესტი, რომელიც ბოლო 72 საათშია დაშვებული. ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის პასუხი. ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა". - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. 


close დახურვა