logo
ENG



ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

09 ოქტ 202101:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/09/xv4x5d3mrp10w90.jpg

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია. ინფორმაციას ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს.

მანამდე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა