logo
ENG



მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა

11 ოქტ 202115:03
3 წუთის საკითხავი
clock 5520
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას, ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის შემდეგ, ხელი მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც მოაწერა. 

მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფალმა არ უნდა დააკავოს წინა ხელისუფალი. 

​"ქვეყანა ასე უკეთესად განვითარდება". - ამბობს ის. 

სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ნიკა გვარამიამ დღეს თქვა, რომ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მასთან შეუთანხმებლად გასაჯაროვების გამო აღშფოთებულია. მისივე თქმით, სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ "თუ მასზე ზრუნვა სურთ, წინასწარ გლოვას არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა ჯობია". 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია მოთავსებული. 


close დახურვა