logo
ENG

კორონავირუსის 4 837 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი

13 ოქტ 202110:44
3 წუთის საკითხავი
clock 967

საქართველოში კორონავირუსის 4 837 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 837 აცრა, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31%.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 49 386 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება თბილისსა და რეგიონებში ასეთია:

    თბილისი 1 379
    აჭარა - 171
    იმერეთი - 1 028
    ქვემო ქართლი - 257
    შიდა ქართლი - 298
    გურია - 143
    სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444
    კახეთი - 889
    მცხეთა-მთიანეთი - 80
    სამცხე-ჯავახეთი - 96
    რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52

close დახურვა