logo
ENG



ზარქუას თქმით, სააკაშვილი, რომელიც მე-13 დღეა, შიმშილობს, "საკმაოდ კალორიულ კვებაზეა"

13 ოქტ 202113:04
3 წუთის საკითხავი
clock 1440
ზარქუას თქმით, სააკაშვილი, რომელიც მე-13 დღეა, შიმშილობს, "საკმაოდ კალორიულ კვებაზეა"
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს, "საკმაოდ კალორიულ კვებაზეა".

"რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა, თაფლი, ხილი და ა.შ. არ ვიცი, არ მგონია. თუ რამე პრობლემაა, დღეს გვაქვს ჩვენ ის პენიტენციური სისტემა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლებაა დაცული", - თქვა ზარქუამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.


close დახურვა