logo
ENG



რუსეთის აზრით, საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრების" დემარკაცია უნდა დაიწყოს

13 ოქტ 202121:27
3 წუთის საკითხავი
clock 1122
რუსეთის აზრით, საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრების" დემარკაცია უნდა დაიწყოს

ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების "საზღვრების" დელიმიტაცია/დემარკაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სიტუაცია საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირეთში ვითარება შედარებით სტაბილური ხდება. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით რუსული მხარე გამოდის შემოთავაზებით, რომ დაიწყოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაცია მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებები 54-ე რაუნდი 12-13 ოქტომბერს გაიმართა. როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი. 

მოლაპარაკებების დაწყების წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ქართული დელეგაცია დააყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესმება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები. 


close დახურვა