logo
ENG



ბათუმში კორპუსის ნგრევას გადარჩენილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

14 ოქტ 202115:33
3 წუთის საკითხავი
clock 1834
ბათუმში კორპუსის ნგრევას გადარჩენილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ფორმულას კლინიკა მედცენტრმა დაუდასტურა, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და აგრძელებს მკურნალობას.

37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ცოცხალი გადარჩა.

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.  

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა