logo
ENG



ავღანეთში მეჩეთის აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა

15 ოქტ 202114:42
3 წუთის საკითხავი
clock 598
ავღანეთში მეჩეთის აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა ავღანეთის ქალაქი ყანდაარში მეჩეთის აფეთქების შედეგად. შემთხვევა ლოცვის დროს მოხდა. 

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. აფეთქების დროს მეჩეთი სავსე იყო მლოცველებით. 

BBC-ის ავღანეთის კორესპონდენტი წერს, რომ აფეთქების უკან, სავარაუდოდ, დგას ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინცია.

გასულ პარასკევს ქალაქ კუნდუზში მდებარე მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. სწორედ ისლამური სახელმწიფოს ხორასანმა აიღო პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე, რომელიც აშშ-ს ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი იყო.

ისლამური სახელმწიფოს ხორასანი ყველაზე ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯიჰადისტური დაჯგუფებაა ავღანეთში და სასტიკად ეწინააღმდეგება მმართველ თალიბანს.


close დახურვა