logo
ENG



გაბუნია: ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის

15 ოქტ 202116:33
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ის მოქალაქეები, ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება, რაც მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმის დასტურია, რომ ვაქცინა რეალურად იცავს. 

"სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი ვინც ჰოსპიტალში ხვდება ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.

უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დელტა შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში. 


close დახურვა