logo
ENG



თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა

18 ოქტ 202113:13
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. 

ამ წუთებში სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იმყოფებიან. შატალოვას მასთან საერთო შვილი ჰყავდა. 

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვება, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. მეტიც, მას იარაღითაც ემუქრებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა