logo
ENG



გაბუნია: ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს

20 ოქტ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock 766
გაბუნია: ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯამურად, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებელთა 65%-ია აცრილი.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა სკოლებში ინფექციის გავრცელების შესამცირებლად, საჭიროა, რომ მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აიცრას.

"ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს. ზოგიერთ სკოლაში არის შედარებით მაღალი, ზოგან შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია ეს იყოს 80%-ზე მეტი",- თქვა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასია დისტანციურ რეჟიმზე გადასული.  გაბუნიას თქმით, სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას.

"150 სკოლაში და ასევე 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, სკოლები შევინარჩუნოთ გახსნილ სასწავლო რეჟიმში", - თქვა გაბუნიამ. 


close დახურვა