logo
ENG



ანა დოლიძე: გუშინ ჩემს მძღოლს თავს დაესხნენ

20 ოქტ 202114:56
3 წუთის საკითხავი
clock 705
ანა დოლიძე: გუშინ ჩემს მძღოლს თავს დაესხნენ

პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის მძღოლს გუშინ საღამოს თავს დაესხნენ. 60 წლამდე ასაკის მოქალაქეს, ორთაჭალაში, ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. მას დახვდა ჯგუფი, რომელიც ჯერ აზიანებდა მანქანას. მას შემდეგ რაც ბატონი ვალერი ჩაერია მობრუნდნენ და აგრესია გადაიტანეს მასზე და მთელი ჯგუფი ურტყამდა". - ყვება, ანა დოლიძე. 

მისი თქმით, სიტუაცია მხოლოდ გამვლელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 60 წლამდე მოქალაქეს დაზიანებები თავსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ექპერტიზა ჩაუტარდება, როგორც დაზარალებულს, ასევე დაზიანებულ მანქანას.

ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ ეს მისი გუნდის წევრებზე თავდასხმის მესამე შემთხვევაა, თუმცა ამ ინციდენტების შედეგად არცერთი მოქალაქის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 

"რამდენჯერაც თავს დაგვესხნენ არავინ მიცემულა პასუხისგებაში, არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის [...] მე პირადად არ მივუთითებ პოლიტიკურ მოტივზე... ოღონდ ეს იგივე ხალხია ვინც საარჩევნო უბნებთან დგას, ქუჩის გაერთიანებები ვინც ატერორებს ხალხს". - აცხადებს დოლიძე. 


close დახურვა