logo
ENG



ფოტიგა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოვახდინე

21 ოქტ 202100:14
3 წუთის საკითხავი
clock 1744
ფოტიგა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოვახდინე

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოახდინა. 

ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. 

"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის". - აცხადებს ანა ფოტიგა

შესწორება, რომლიც ინიციატორიც ფოტიგაა, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას; შეახსენებს რუსეთს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული; მოუწოდებს რუსეთს, იმოქმედოს კონსტრუქციულად და ხელი შეუწყოს პროგრესს ჟენევის მოლაპარაკებებზე; მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების ხელყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; შეახსენებს რუსეთს "ეფექტური კონტროლის" სამართლებრივ ვალდებულებებს, როგორც ეს არის აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში; გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, მოკვლის და უკანონო დაკავებების, ასევე, მცოცავი ოკუპაციის ჩათვლით. 

ანა ფოტიგას ამ განცხადებამდე საქართველოს პრემიემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად, ხელისუფლების კრიტიკის გამო, შეურაცხმყოფელად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი მისთვის არაფერს წარმოადგენენ.


close დახურვა