არც [ანა] ფოტიგა, არც [ანდრიუს] კუბილიუსი და არავინ ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში 700 დეპუტატია, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.
მე მინდა, შევახსენო თქვენ მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, მათ შორის პირადი მეგობრობა. ერთ-ერთი ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს, გლუკსმანი იყო იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. ვინ არის საერთოდ ფოტიგა? რატომ ბედავენ ამდენს? ეს მაინტერესებს.
თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე.