logo
ENG



ჰარცელის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებაზე ხელმომწერებს ევროპარლამენტში დიდი როლი აქვთ

21 ოქტ 202111:32
3 წუთის საკითხავი
clock 3584

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ის ევროპარლამენტარები, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამართლიან სასამართლომდე გათავისუფლებაზე წერილს ხელი მოაწერა, ევროპარლამენტში საგარეო საკითხების გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობენ.

"ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშნველოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

კომენტარები, რომელსაც აკეთებენ ინდივიდუალური ევროპარლამენტარები არის მათი გადაწყვეტილება და არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება" , - ამბობს კარლ ჰარცელი.

ჰარცელის თქმით, სააკაშვილის საქმე უნდა განიხილებოდეს გამჭირვალედ და სახალხო დამცველის რჩევების გათვალისწინებით.

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის პოზიცია არის ის, რომ საქმე უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭირვალედ. ასევე, მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი. ეს არის, ასეთ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი ინსტიტუცია. უნდა იყოს დაცული მთავარი ფუნდამენტური უფლებები და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი იყოს სამართლიანი" , - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ევროპარლამენტის ერთობლივ წერილს მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკულად გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარები ხელისუფლების კრიტიკის გამო, შეურაცხმყოფელად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი მისთვის არაფერს წარმოადგენენ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად 14 ოქტომბერს გაავრცელა.


close დახურვა