logo
ENG



ენმ: დღეს ბათუმში ოპოზიციის კანდიდატების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

23 ოქტ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock 720

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში ოპოზიციური პარტიების გაერთიანებულ აქციას, სახელით ერთად თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის აანონსებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, აქციის მთავარი მიზანი, ბათუმსა და ხელვაჩაურში ოპოზიციის მერობის კანდიდატების მხარდაჭერაა. არჩევნების მეორე ტურში ბათუმში ოპოზიციის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე, ხელვაჩაურში კი ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძეა.

აქციაზე ასევე მოითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

"დღეს, 5 საათზე, ბულვარის კოლონადებში იკრიბება ბათუმი და ბათუმელები, რათა დამთავრდეს ის ქაოსი, რაც ხდება ამ ქალაქში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 30 ოქტომბრის არჩევნებს რადიკალური ძალების მოსაშორებლად, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან ანთაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრმა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე და ქართული ოცნების კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან, ხოლო ხელვაჩაურში ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძე, ხოლო ქართული ოცნებიდან ზაზა დიასამიძე იბრძოლებენ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.


close დახურვა