logo
ENG



გამყრელიძე: ნოემბერში აცრის სავალდებულოობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დაგვჭირდება

24 ოქტ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock 1516
გამყრელიძე: ნოემბერში აცრის სავალდებულოობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ნოემბრიდან პროფესიულ ჯგუფებში აცრის სავალდებულოობასთან დაკავშირებით შესაძლო ახალ გადაწყვეტილებებზე საუბრობს. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ მთლიანი მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად განიხილება არაპირდაპირი დავალდებულების პრინციპის დანერგვა, რაც არავაქცინირებული ადამიანებისთვის  მომსახურეობების ნაწილთან წვდომის შეზღუდვაში გამოიხატება. 

"ვფიქრობ, რომ მაინც ნოემბერში, რა თქმა უნდა, ჩვენ გადაწყვეტილებები დაგვჭირდება რიგ პროფესიულ ჯგუფებში [აცრის] სავალდებულოობასთან დაკავშირებით. ხოლო მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით, ე.წ ირიბი მანდატორიზმი, როცა არავაქცინირებულებს მთელ რიგ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე აზუსტებს, რომ ირიბ მანდატორიზმს არ დაექვემდებარება აუცილებელი საჭიროების მომსახურეობები, როგორიცაა მაგალითად სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებზე წვდომა. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი. ჩატარდა 4 209 აცრა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა