logo
ENG



კობახიძე: რამდენი ხალხიც ყავდა ენმ-ს, იმდენი მძღოლი გვჭირდება აქციაზე ხალხის ჩამოსაყვანად

25 ოქტ 202114:19
3 წუთის საკითხავი
clock 1414

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ დაანონსებული აქცია არ არის ენმ-ის აქციის საპირწონედ დაგეგმილი შეკრება. 

"არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას - მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ქართულმა ოცნებამ აქცია 27 სექტემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დააანონსა. 

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია გამართა ნაციონალურმა მოძრაობამ. ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 

ფორმულა ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქართული ოცნება კონტრაქციას გეგმავდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები უარყოფდნენ.


close დახურვა