logo
ENG



შატალოვას მკვლელობის ვიდეომასალა (გაფრთხილება - მასალა შეიცავს მძიმე კადრებს)

25 ოქტ 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 20708

მედიამ, ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. ახალგაზრდა ქალის სახლთან დამონტაჟებული კადრები გადაღებულია სათვალთვალო კამერით. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდა. 

პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. ის შატალოვას კართან რამდენჯერმე ესროლა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში, 7-ჯერ ესროლეს.

ამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი, აქედან ორი შეუტყობინებლობის ბრალდებით. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატები ამბობენ, რომ თავდამსხმელი, რომელიც კადრებში ჩანს, ლატარიაა არ არის. 

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა