logo
ENG



ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეზე მეტია, შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია

18 ოქტ 202117:19
3 წუთის საკითხავი
clock 6452
2021/10/18/0kvfc7xlipm34hq.jpg

ბათუმის ყოფილი ვიცემერი ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ თბილისში გვიან ღამით მოკლულ ქალთან ანასტასია შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია.

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. 6 თვეზე მეტია, საერთოდ ურთიერთობა არ მქონია. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება დამნაშავე", - ამბობს ის.

მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

ანასტასია შატალოვა თბილისში გვიან ღამით მოკლეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები ბერიძის ბინაში იმყოფებოდნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. 

შატალოვას ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვება, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. მეტიც, მას იარაღითაც ემუქრებოდა.


close დახურვა