logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატი: ექსპრეზიდენტის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან

26 ოქტ 202112:20
3 წუთის საკითხავი
 
კადრები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ექსპრეზიდენტის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსებიც ჩაერთვებიან. გელხაურის ინფორმაციით გუშინ ჩამოვიდა ექიმი ჰოლანდიიდან, ხოლო ხვალ უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი და ისინი ქართველ მედიკოსებთან ერთად დააკვირდებიან ექსპრეზიდენტის მდგომარეობას

"ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი, ასევე ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი, რომელის საკმაოდ ცნობილი ექიმია და მას ქართულ მხარესაც ბევრი იცნობს. შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდეგ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის", - განაცხადა მე-3 პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ყოველდღიურად სუსტდება და ექიმები მის ჯანმრთელობას მედიკამენტოზური მკურნალობით აკონტროლებენ. გელხაური ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, მისი ორჯერ გადარჩენისთვის და კონსილიუმის წევრებს, მისი ჯანმრთელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დაწერისთვის.

მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა