logo
ENG



სუბარი გორდონზე: სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა

28 ოქტ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock 553
სუბარი გორდონზე: სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებაზე ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ არ შემოუშვას. მისივე თქმით, სასაზღვრო სამსახური ამის მიზეზსს განმარტავს "თუ საჭიროდ ჩათვლის". ამის შესახებ სოზარ სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.  

"არშემოშვების მიზეზები არ ვიცი, ამას შესაბამისი უწყება გასცემს პასუხს. როდესაც ვლაპარაკობთ ჟურნალისტზე და ამბობთ, რომ ის საქართველოს მეგობარია, მან პირველ რიგში, კეთილი უნდა ინებოს და გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს და არ უნდა გააკეთოს არასწორი განცხადებები. არასწორის ის, რომ სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის მიმართ ფალსიფიცირებულია.

სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა. ამის უფლება აქვს სასაზღვრო სამსახურს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, განმარტებას გააკეთებენ", - ამბობს ის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი. გორდონი საზღვრიდან გუშინ, 27 ოქტომბერს გააბრუნეს.

როგორც გორდონი ამბობს, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია ბარაბაშსაც. გორდონს სააკაშვილთან შეხვედრა სურდა.

მანამდე ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. შსს-ს არც ამაზე აქვს პასუხი.

გუშინვე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს. შსს-ს არც ეს განუმარტავს.

მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.


close დახურვა