logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

29 ოქტ 202121:34
3 წუთის საკითხავი
 
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. მათი დაკავება ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ მოხდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის გამო გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. 

პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.


close დახურვა