logo
ENG



დაპირისპირება ზუგდიდში: პოლიციამ ენმ-ს დამკვირვებლები, მათ შორის ნარსია და მუმლაძე წაიყვანა

30 ოქტ 202111:24
3 წუთის საკითხავი
clock 621

ზუგდიდში, მე-20 სააჩევნო უბანზე პოლიციამ ენმ-ს დამკვირვებლები, მათ შორის, ნიკა ნარსია და გიორგი მუმლაძე ძალის გამოყენებით გადაიყვანა. სავარაუდოდ, ისინი მოწმის სახით განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს ამ თემაზე ფორმულას ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. ადგილზეა ზუგდიდის პოლიციის უფროსიც, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა სტატუსით მიჰყავთ დამკვირვებლები პოლიციაში. 

მანამდე, იქ გიორგი მუმლაძესა და ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის იყო დაპირისპირება. უბანზე დამკვირვებლად მყოფ მუმლაძეს ქართული ოცნების კოორდინატორებმა უთხრეს, რომ ზუგდიდელი არ იყო და იქ არ უნდა ყოფილიყო. ამაზე მუმლაძემ უპასუხა, რომ ეს სეპარატისტული განცხადებაა. ვითარება ამის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. 

ადგილზე მივიდა ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მას შელაპარაკება ჰქონდა გიორგი მუმლაძესთან, რის შემდეგაც მუმლაძე წაიყვანა პოლიციამ.

დაკავებამდე ნიკა ნარსიამ განაცხადა, რომ ისინი ზუგდიდში ხმების დასაცავად ჩავიდნენ, პოლიცია კი ცდილობს მათ "განეიტრალებას". მოძრაობის "საქართველოსთვის" 8 წევრიდან, 5 უკვე პოლიციაშია გადაყვანილი.

 


close დახურვა