ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც წალენჯიხაში ახალი მერი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, მუნიციპალიტეტში ჩავა და გარემოს შეისწავლის. როგორც მან ფორმულასთან თქვა, ეს არ ნიშნავს "ვინმეს წინააღმდეგ წასვლას" ან ოფისის გადატანას.
"ქვეყნის განვითარება არის, რომ ბევრი ოფისები უნდა გაიხსნას და ბევრი წარმოებები. ერთი წარმოებით რომ იწანწალო აქეთ-იქით, რა გამოვა, ერთი იქნება სულ. მე უბრალოდ დამაინტერესა, ეს ბიზნესაზარტია. მერი აღმოჩნდა ძალიან კრეატიული. აღმოჩნდა მერი, რომელიც აპირებს წალენჯიხაში იმ პროექტების განხორციელებას დამოუკიდებლად. მე მაინტერესებს კოალიციური მმართველობის პერიოდში როგორი დამოუკიდებელი შეიძლება იყოს მერი გადაწყვეტილებების მიღებაში", - განმარტა ჭყონიამ.
ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარდებს.
"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ". მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.
3 ნოემბერს ზუგდიდში გამართულ აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, მან მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ კომპანიის ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება მუნიციპალიტეტში დატოვონ.