logo
ENG



"ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ვინმეს რამეს უმალავენ" - სარჯველაძე ფოტიგას შეშვების უარზე

13 ნოე 202114:17
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას არშეშვება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არაა განპირობებული იმ მიზეზით, რომ "ვინმეს რამეს უმალავენ". დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რაიმე ტექნიკურ მიზეზი იყოს.

"სააკაშვილის მონახულებასთან და ამ კუთხით ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, პრობლემა ბატონ სააკაშვილს რომ არასდროს შეჰქმნია, მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო თუნდაც გაცემული ნებართვები, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. არ მგონია, ზედმეტი შეფასებები გაკეთებისა და ვარაუდების გამოთქმისთვის ბევრი საფუძველი არსებობდეს. არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება სულაც რამე ტექნიკური მიზეზი არსებობდეს, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ აქ ის შემთხვევაა არაა, როდესაც ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამოც უარი შეიძლებოდა ყოფილიყო ნათქვამი", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარობა არ განაპირობებს უპირატეს უფლება შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და გეგმავდა, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მოენახულებინა. 

ფოტიგამ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ ეძლევა და იუსტიციის სამინისტრომ ნებართვა არ მისცა. 


close დახურვა