logo
ENG



სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანის მოთხოვნით შიმშილობა გია ბარამიძემაც დაიწყო

14 ნოე 202116:33
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანის მოთხოვნით შიმშილობა გია ბარამიძემაც დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანის მოთხოვნით შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემაც დაიწყო.

"ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.

რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ", - წერს ბარამიძე.

მანამდე შიმშილობა დაიწყო ენმ-ს 9 დეპუტატმა.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა. 

ექსპრეზიდენტს, თავის მხრივ, შიმშილობის 45-ე დღე აქვს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 


close დახურვა