logo
ENG



პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა

19 ნოე 202122:12
3 წუთის საკითხავი
clock 1022
2021/11/19/iyo12uwfifu9586.png
ფოტო: ფორმულა/კადრი

საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა.

"მთავარი საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს და ეხებოდა პარტიის ლიდერის ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება. ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

ასევე, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვანეს. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

 


close დახურვა