logo
ENG



აშშ-მ NCDC-ს $308000-ს ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა

20 ნოე 202112:55
3 წუთის საკითხავი
clock 660
2021/11/20/int6alon9m06gpb.jpg

პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. 

აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოს გადაეცა:

  • 2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
  • 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
  • 100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
  • 130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
  • 220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)

close დახურვა