პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წავა.
"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს", - თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ, 21 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემამ politico მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა. წერილში სააკაშვილმა ბაიდენს მოუწოდა, არ მიიწვიოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის სამიტზე. მისი თქმით, ეს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაციაა.