logo
ENG



BBC: ზიდანს ინგლისში მუშაობა არ ხიბლავს

22 ნოე 202115:24
3 წუთის საკითხავი
clock 542
2021/11/22/n37y390d91dw0b8.jpg

BBC-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა არ სურს.

ნორვეგიელი ოლე გუნარ სულშერის მან. იუნაიტედიან გათავისუფლების შემდეგ, მედიაში აქტიურად ვრცელდება ცნობები მადრიდის „რეალის” ყოფილი თავკაცის კანდიდატურის შესახებ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა, როგორც BBC წერს, ფრანგ სპეციალისტს არ აინტერესებს „მანკუნიანელთა” გაწვრთნა და, მეტიც, იგი საერთოდ არ გეგმავს ინგლისში მუშაობას.

მას შემდეგ, რაც „წითელი ეშმაკები“ ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა, კლუბმა 4 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერცერთმა მიაღწია.

ზინედინ ზიდანმა „სამეფო კლუბი“ გასული სეზონის ბოლოს დატოვა და განაცხადა, რომ 1 წელი პაუზის აღებას აპირებდა. ზიზუმ „რეალთან“ ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია.


close დახურვა