logo
ENG

ჯაფარიძე ოცნებას: ონლაინ კაზინოს ვაწყობთ ისე, რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად

25 ნოე 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock 148
ჯაფარიძე ოცნებას: ონლაინ კაზინოს ვაწყობთ ისე, რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ონლაინ კაზინოს ქმნიან. მან ვებგვერდის დემოვერსიაც გააზიარა.

 "ონლაინ კაზინოს ვაწყობთ ისე, რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM", - წერს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ონლაინ კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება, გაჭირვებული მოქალაქეები კი ყოველდღე აგებენ ფულს.

პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე კი საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში.

close დახურვა