logo
ENG



EMA-მ ფაიზერის კოვიდვაქცინის 5-11 წლამდე ბავშვებში გამოყენება დაუშვა

25 ნოე 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 1055
EMA-მ ფაიზერის კოვიდვაქცინის 5-11 წლამდე ბავშვებში გამოყენება დაუშვა

ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (EMA) ფაიზერის კოვიდვაქცინის 5-11 წლამდე ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპა ისევ პანდემიის ეპიცენტრად გადაიქცა.

ვაქცინის ბავშვებში გამოყენებას საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა დაუჭიროს მხარი, თუმცა როგორც წესი, ის ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს მიყვება. Reuters-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პარასკევს 26 ნოემბერს გამოცხადდება.

20 სექტემბერს ფაიზერმა განაცხადა, რომ მათმა ვაქცინამ 90,7%-იანი ეფექტიანობა აჩვენა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში. კომპანია ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინა 5-11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტიანია.

"ვაქცინის სარგებელი 5-11 წლის ბავშვებში აღემატება რისკებს, განსაკუთრებით, რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.

EMA-მ მაისში დაამტკიცა ფაიზერის გამოყენება 12-17 წლის მოზარდებში.

პარალელურად, კომპანიები ვაქცინის ეფექტურობას 5 წლამდე ბავშვებშიც იკვლევენ, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. 

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ქვეყანაში ფაიზერით აცრა 12 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. 


close დახურვა