logo
ENG



ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ

26 ნოე 202111:09
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.

სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დარბაზში იმყოფებოდა ენმ-ს წევრი ანი წითლიძე, რომელიც პოლიციამ ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

"არ შეიძლება ახლა იღებდნენ ბიუჯეტს. მათ ეშინიათ ოპოზიციური საკრებულოების იმიტომ, რომ ორჯერ ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში ინიშნება ხელახალი მერის და საკრებულოს არჩევნები", - ამბობს წითლიძე.

ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ ბათუმშიც. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ. ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმიურია.

ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

2021 წლის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის.


close დახურვა