logo
ENG



ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მიგრანტების დეპორტაციას არ აპირებს

26 ნოე 202116:13
3 წუთის საკითხავი
clock 585
2021/11/26/cvd5qg2ydm9c647.jpg

ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტების დეპორტაციას არ მოახდენს.

ლუკაშენკო ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ჩავიდა, სადაც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრში მიგრანტები არიან განთავსებულნი. სამთავრობო გამოცემა ბელტა იუწყება, რომ ლუკაშენკო მათ გაესაუბრა.

"არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავეთ, არ აგიყვანთ თვითმფრინავებში და არ გაგზავნით სამშობლოში, თუ ეს არ გსურთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ევროკავშირის ქვეყნები ლუკაშენკოს საიმიგრაციო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ახლოა აღმოსავლეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს ბელარუსი საზღვრამდე მისვლაში ეხმარება, რათა იქიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვდნენ. ამის მიზეზად ევროპელი ლიდერები მინსკის მიმართ გატარებულ სანქციებსა და ევროკავშირის დესტაბილიზაციის სურვილს ასახელებენ.

სიტუაციის მკვეთრი გაუარესების შემდეგ ნოემბერში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. საზღვრის გადაკვეთის მცდელობები შემცირდა. პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების ბანაკები გაქრა, რომლებიც ბელარუსის მიერ მოწყობილ ცენტრებში განთავსდნენ. ათასამდე მიგრანტმა ბელარუსი დატოვა და ერაყში დაბრუნდა. ამჟამად პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე 2000-მდე მიგრანტი რჩება.


close დახურვა