logo
ENG



ევროპაში კოვიდის ახალი შტამის "ომიკრონის" დაფიქსირების გამო აფრიკიდან ფრენები იზღუდება

26 ნოე 202123:09
3 წუთის საკითხავი
clock 5501
entrepreneur

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე საგანგებო აკრძალვას აწესებენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკომისიის სპიკერის ერიკ მამერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელგიაში კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დაფიქსირდა. 

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად "ომიკრონი" სამხრეთ აფრიკის გარდა ბოტსვანაში და ჰონგ კონგშიც დაფიქსირდა.

27 ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენელი ფრენებზე აკრძალვას ერთხმად დასთანხმდა. შეზღუდვა შეეხება ბოსტვანას, ესვატინს, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკის რეპსუბლიკას და ზიმბამბვეს. 

განახლება: ჩამოთვლილ ქვეყნებთან მოგზაურობაზე შეზღუდვა აშშ-ში ბაიდენის ადმინსიტრაციამაც დააწესა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

 

close დახურვა