ფორმულას ინფორმაციით, მაშველებმა ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან გარდაცვლილი კაცი ამოიყვანეს.
მიწის მასაში სულ ორი ადამიანი იყო მოყოლილი. ერთი მეშახტე ცოცხალი ამოიყვანეს, ის კონტაქტურია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა.
ფორმულას ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები, რომელიც ტყიბულში 7 საათი მიმდინარეობდა, დასრულებულია.